მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12-ის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება ​

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო გაჩიანია, 12-ის – ლენჯერი, ერთი კი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა.

მისივე თქმით, მათ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს.

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში​ 203 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 16-ის მძიმეა.

14 ახალი შემთხვევიდან  ერთი გაჩიანია, 12-ის წყარო ლენჯერია, ერთი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა.

ჩვენს ცენტრში 38 პაციენტი მკურნალობს. სამი მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. შსს-დან სამი პაციენტი გვყავს, მათი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები