ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები ცდილობენ, ადამიანური ტრაგედიები ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ

“ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ადამიანური ტრაგედიები ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. ერთი მხრივ, ეს საქციელი ამორალურია და, მეორე მხრივ, მათი პოლიტიკური მიზანია, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შეფასებისას განაცხადა.

სესიაშვილი იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულება შედგება და ყველა დამნაშავე დაისჯება.

„ცხადია, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, რომ დანაშაულებზე გვქონდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება, მით უმეტეს, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილთან გვაქვს საქმე. ცხადია, აქაც სახელმწიფოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გასაგებია, რომ მათ აქვთ ყველა ის საშუალება, რომ არა ვარაუდებსა და ჭორებზე, არა მედიით განხილულ საკითხებზე, არამედ ფაქტებზე, ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით, დაკითხვის შედეგების მიხედვით, გამოიტანონ დასკვნები და შემდგომ ბრალი წარადგინონ სასამართლოში. მე იმედი მაქვს, რომ მართლმსაჯულება შედგება და ყველა ის პირი დაისჯება, ვისაც ბრალი მიუძღვის. ეს, რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები