გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პრესკონფერენციას გამართავს
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე 16:00 საათზე „პალიტრამედიაში“ პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, ბრიფინგის თემა პროკურატურის დღევანდელი განცხადება და ოჯახის პოზიციის გახმაურება იქნება.
ცნობისათვის, საგამოძიებო უწყებაში დღეს განაცხადეს, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.