მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული 44 ადამიანიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა.

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაგვემატა. 14 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო გაჩიანია, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი 44-ით გაიზარდა. აქედან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა.

​კოვიდცენტრებში 194 პაციენტი მკურნალობს. აქედან რვის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 14-ის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად საშუალო სიმძიმისაა და შედარებით მცირეა მსუბუქი სიმძიმის პაციენტების რაოდენობა.

ჩვენს ცენტრში 33 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ორი მძიმე პაციენტი გვრჩება, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები