სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანზორ ერქომაიშვილს, ბრწყინვალების ორდენი ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის გადაეცა.

ღონისძიება ლანჩხუთში, სოფელ აცანაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები