“დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო მალე გახდება ნატო-ს წევრი”

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას გამოხმაურა. სუბარი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო მეგობრების დახმარებით ნატო-ს წევრი მალე გახდება.
„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი პარტნიორი ნატო-სი, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის და ბევრ ქვეყანაზე დიდი კონტრიბუცია შეგვაქვს იმ მიზნების შესრულებაში, რაც ნატო-ს მიზნებია და რასაც ნატო აკეთებს. აქამდეც კარგი იქნებოდა ეს მხარდაჭერა ყოფილიყო ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, თუმცა აშშ და ძალიან ბევრი ნატო-ს წევრი ქვეყანა არის ჩვენი ყოველდღიური მტკიცე მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გახდება საქართველო ნატო-ს წევრი ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
​ცნობისათვის, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები