ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოში მცოცავი ანექსია და ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია გრძელდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 12 წლის გასვლის შემდეგაც გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული და საქართველოს მცოცავი ანექსია და მისი ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება.

ამის შესახებ დიპლომატმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები