გენერალური პროკურორი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება
გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება.
შეხვედრა გენერალურ პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე შედგება.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, გენერალურ პროკურორთან მისი მთავარი მოთხოვნა გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა და თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვა იქნება.