ექიმი ლევან თოფაძეზე: პაციენტი სანამ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ განხორციელდება

“ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რეანიმაციული განყოფილებიდან დღეს ქირურგიულ განყოფილებაში იქნება გადაყვანილი”, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდება.
„გიდასტურებთ, რომ ორი პაციენტიდან ერთერთმა კლინიკა დატოვა, მეორე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დღეს გადაიყვანენ ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტი სანამ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ განხორციელდება. დანარჩენი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და იმ ვითარებაზე, რა ვითარებაც იქნება”, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანია სამართალდამცავებმა კლინიკიდან ცოტა ხნის წინ წაიყვანეს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები