ლევან სამუშიამ პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

ლევან სამუშიამ პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია სამუშიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება – დავტოვო პარტია “თავისუფალი დემოკრატები”. წარმატებას ვუსურვებ ” თავისუფალ დემოკრატებს”! სადაც  უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას “რუსული ოცნების” წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისა და, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.

P.S. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – წერს ლევან სამუშია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები