გელათთან გასროლა “სტარტოვკიდან” განხორციელდა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსთან რამდენიმე დღის წინ მომხდარ სროლაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

ამის შესახებ “კვირას”  შსს-ში განუცხადეს.

“კვირას” ინფორმაციით, სამონასტრო კომპლექსთან გასროლა არა ცეცხლსასროლი იარაღიდან, არამედ სასიგნალო იარაღიდან, “სტარტოვკიდან” მოხდა.

სამართალდამცველებმა იმ პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რომლებმაც გაისროლეს. ისინი გამოკითხულნი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები