ლევან თოფაძის ადვოკატის თქმით, თოფაძე ჯერ დაზარალებულად არ არის ცნობილი

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, თოფაძე ჯერ დაზარალებულად არ არის ცნობილი, შესაბამისად, საქმის მასალებს არ იცნობს.

„ამ ეტაპისთვის ჯერ დაზარალებულებად არ ვართ ცნობილი. შესაბამისად, საქმის მასალებზე წვდომა არ გვაქვს. ასევე, ფიზიკურად ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ ეტაპამდე ობიექტურად არ მომეცა შესაძლებლობა, რომ მას გავსაუბრებოდი. შესაბამისად, მოტივსა და მიზეზებზე ამ მომენტისთვის ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები