დამოუკიდებელი ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე: ეს არ არის ჟურნალისტური გამოძიება, ეს არის პიარ მანქანა, რომელიც ამუშავდა არჩევნების წინ

“ეს არ არის ჟურნალისტური გამოძიება. ეს არის პიარმანქანა, რომელიც ამუშავდა არჩევნების წინ”, – ასე აფასებს მაია ნიკოლეიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმის გაშუქებას გარკვეულ მედიასაშუალებებში.

როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ასეთ რეჟიმში წარმართვა წინასწარ იყო დაგეგმილი.

„ჯერ არაფერი იყო გაკეთებული, გამოძიება ახალი დაწყებული იყო და ამ დროს, წარმოიდგინეთ, წინასწარ უკვე გაფუჭებულიაო გამოძიება. ეს ხომ წინასწარ, სქემით მიდიოდა ყველაფერი, ეს ხომ დაგეგმილი იყო, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა გამოძიებას, მაინც დამნაშავე იქნებოდა სახელმწიფო“, – ამბობს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები