გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის დეტალებზე საუბრობს

ბიზნესმენმა, გოგი თოფაძემ, შვილიშვილის ლევან თოფაძის დაჭრის დეტალებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ლევან თოფაძე სახლში, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და სწორედ სახლში მოხდა დაპირისპირება.

„ჩემი შვილიშვილი მეგობრებთან ერთად ქეიფობდა სახლში, თავისი სამი მეგობარი ჰყავდა, ერთი ქალბატონი იყო. ვიღაცამ დაურეკა, არ ვიცი ვინ იყო, ჩვენ ვერ გავიგეთ. ამ ზარის შემდეგ ჩამოვიდა ქვევით და ქუჩიდან შემოვიდა უცნობი მამაკაცი, რომელიც მასთან ერთად შემოვიდა სახლში. ახალი მოსული პირი რატომღაც იმ ქალბატონის მიმართ იყო აღელვებული, ჩემმა შვილიშვილმა დააწყნარა. რაღაც დროს ატყდა ამბავი, ჩემი მეუღლე პირველი მივიდა იქ და ნახა, რომ ურტყამდა ვიღაც და ლამის ჩემი მეუღლეც დაიჭრა. ჩემი შვილიშვილი ჯერ კიდევ ვერ გამოაფხიზლეს, მაგრამ მეუბნებიან, რომ გადარჩებაო“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები