გავრცელებული ინფორმაციით, გოგი თოფაძის შვილიშვ​ილის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირი ზურაბ ჟვანიას შვილია

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირი, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანიაა.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ბიზნესმენის შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები