სომხეთში კორონავირუსის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში რესპუბლიკაში 38 841 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 11 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 749 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, კლინიკებიდან 29 557 პირია გაწერილი, მკურნალობას 8 307 ადამიანი აგრძელებს.

სომხეთში 12 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები