საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდ19-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ქვეყანაში 1171 დადასტურებული შემთხვევაა.

შესაბამისი ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, StopCov.ge-ზე განახლდა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ დღეში ვირუსის დამარცხება 7-მა პაციენტმა შეძლო, სულ 947 გამონაჯნმრთელებულია.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმში 6588 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები