„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ისარგებლებს როგორც სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ისე – საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც.

კერძოდ, უწყების ცნობით, პირველი სამი წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო , „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ასევე, სესხის ძირი თანხის 90 პროცენტის გარანტორი სახელმწიფო იქნება. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური ოდენობა 715 000 ლარს შეადგენს.

„ლაბორატორია „პრაიმლაბი“ 6 თვეში ამოქმედდება, წლიურად 140 000-ზე მეტ ანალიზის ჩატარებას შეძლებს, ყველა განხრით. თუმცა, პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება „კოვიდ-19-ის“ „პისიარ“ ტესტებს. კომპანია ამოქმედების პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სამომავლოდ საერთაშორისო პროექტებში ჩართვასა და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.

ლაბორატორიის გახსნის ან გაფართოების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს შეუძლია, პარალელურად, ისარგებლოს როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ამასთანავე – საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის კომპონენტით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები