„პირადი ტრაგედიით სპეკულირებას როდის შეეშვებით? მერაბ მუმლაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და არა – უჰაერობით“

ფეისბუქმომხმარებელი გიორგი მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში, „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მის ავტორს, გიორგი კაპანაძეს სიცრუეში ამხელს. მისი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი, მერაბ მუმლაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და არა – უჰაერობით.
„მთავარი არხი“ ისევ გვამების წარუმატებელ ძიებაშია… ორი ვერა, მაგრამ ერთი იპოვეს…. გასაკეთებელი კიდევ ბევრია!
ძალიან ბევრი ტყუილი გაავრცელეს: მერაბ მუმლაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და არა – უჰაერობით. სირცხვილია ადამიანის პირადი ტრაგედიით სპეკულირება.
ძალიან დაბალი დონის სიუჟეტი მოამზადეს. სიუჟეტში არცერთი თანამშრომელი  ადასტურებს, რომ მუმლაძე ან გულის შეტევით გარდაიცვალა, არც იმას ადასტურებენ, რომ მაღაროებში გაუსაძლისი სამუშაო პირობებია და უფრო მეტიც, ყველა ამბობს, რომ თანამშრომლები პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას გადიან. არ გრცხვენიათ?
ადამიანის პირადი ტრაგედიით სპეკულირებას როდის შეეშვებით? ან ეს ნორმალურია, რომ სიუჟეტში გარდაცვლილს ხან “მუმლაძით” მოიხსენიებთ ხან “მამულაშვილით?” ადამიანის გვარი მაინც დაიმახსოვრეთ წესიერად!
ეს ცხოვრება არ იწყება და არ მთავრდება პოლიტიკით და ნაძირალა გიორგი კაპანაძე ასეთი ტყუილებით ნამდვილად ვერ მოვა პოლიტიკაში, საცოდაობაა თქვენი ყურება, სამარცხვინოებო!“, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები