მარიკო სადრაძე: ზრუნვის შედეგად, აღმოვჩნდი შსს-ში, სადაც, ყველამ ოჯახის წევრივით მიმიღო და ჩამიხუტა გულში

“ამ თვეების განმავლობაში ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება ისეთი დოზით მივიღე, რომ, თითქოს, აღარაფერს უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა იგებ, რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანები შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ”, – ამის შესახებ ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში წერს.

სადრაძე შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის.

“ამ თვეების განმავლობაში ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება ისეთი დოზით მივიღე, რომ, თითქოს, აღარაფერს უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ კიდევ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა იგებ, რომ შენთვის სრულიად უცხო ადამიანები შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე; ცდილობენ, ცხოვრების ფერხულში ჩაბმაში ამოგიდგნენ გვერდში.

ამ ზრუნვის შედეგად, აღმოვჩნდი შინაგან საქმეთა სამინისტროში- გარემოში, სადაც, თითქოს, ყველაფერი უცხო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სათითაოდ ყველამ ოჯახის წევრივით მიმიღო და ჩამიხუტა გულში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად მინისტრს ამ გულისხმიერებისთვის!

განსაკუთრებით კი მინდა, ნინო გიორგობიანის როლი გამოვყო – ადამიანი, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე საოცრად სამართლიანი და საქმისთვის მებრძოლი პროფესიონალის შთაბეჭდილება დამიტოვა და რომლის სიკეთის დამსახურებაცაა ახალ ოჯახში ჩემი შებიჯება.

იმედი მაქვს, შევძლებ და ამ გაუმჟღავნებელი ზრუნვის, გვერდში დგომისა და სიკეთის საპასუხო თანამშრომლობას დავუბრუნებ ოჯახს, რომელმაც ასე თბილად მიმიღო”, – წერს მარიკო სადრაძე.

ცნობისთვის, ორი წლის ანიტა ფაცაცია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ იანვრის თვეში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები