ირაკლი ბერაია: გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის და არც შეიძლება, იყოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რურუა პოლიტპატიმარი არ არის.
„ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებას ზღაპრებს მოუყვნენ, რაც არაფერს ნიშნავს. გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის და არც შეიძლება, იყოს“, – განაცხადა ბერაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა განუსაზღვრა.