ეკატერინე ტიკარაძე​: სამეგრელოში, მესამე-მეოთხე ხარისხის ნგრევად ობიექტებში მცხოვრები მოქალაქეები ახალ ბინებში შესახლდებიან

„ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტია დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც დევნილი ოჯახებისთვის ბინების ნაწილის მშენებლობა დასრულდა.

მისივე თქმით, სამეგრელოში, მესამე-მეოთხე ხარისხის ნგრევად ობიექტებში მცხოვრები მოქალაქეები ახალ ბინებში შესახლდებიან.

„ყველამ იცის, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტია დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება, მასშტაბური მშენებლობების წარმატებით დასრულებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მძიმე, მესამე-მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტები წელს დაიცლება და პირველად ამ ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ, იქ მცხოვრები მოქალაქეების გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები ახალი, საუკეთესო პირობებით შეიცვლება. ისინი ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ბოლო გადაწყვეტილება, ჩვენ მათ სოციალური და ეკონომიკური პირობების კიდევ გაუმჯობესებაზეც ვიზრუნებთ და არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ ამისთვის. დევნილ მოსახლეობას ვპირდები, ვიმუშავებთ, რათა თითოეულ ოჯახამდე მივაღწიოთ და შევძლოთ გავაუმჯობესოთ ყველა დევნილი ოჯახის პირობები. იქნება ეს სამეგრელოში თუ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები