შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა იაღლუჯის საწვრთნელ სასროლეთზე ტაქტიკური საჩვენებელი გამართა.
სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი – ზურაბ ჭაბაშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანლები დაესწრნენ.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების მიზანი შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა ხელმძღვანელი პირებისთვის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მომზადების დონის დემონსტრირება წარმოადგენდა. ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების დროს სტრატეგიული მილსადენების დეპარტამენტის დანაყოფებმა კონკრეტულ ინციდენტზე კომპლექსური ღონისძიებების დემონსტრირება მოახდინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის, სუფსის ნავთობის ტერმინალისა და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.