ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ავტომანქანის მისამართით გასროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომობილის მისამართით გასროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომობილის მისამართით სროლა გუშინ, გვიან ღამით განხორციელდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე, დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.