თეა წულუკიანი: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები ჩემს საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ, იმედია, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მას სიცოცხლე მოუსწრაფა

“არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები, რომლებიც ნახსენებია, არ მონაწილეობდნენ ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი”, – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირები – “გაგნიძე და ჟვანია 2012 წელს წულუკიანის საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები და ამ საქმეში მათ იუსტიციის მინისტრი მფარველობს”.

წულუკიანის თქმით, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

„არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები, რომლებიც ნახსენებია, არ მონაწილეობდნენ ჩემს საარჩევნო კამპანიაში. ეს არის ერთი კაცის გამოგონილი ტყუილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არამც თუ მკაცრად, არამედ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს ასე ვერაგულად და დაუნდობლად სიცოცხლე მოუსწრაფეს, მე გამოძიებას ვენდობი“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები