“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებზე ცალ-ცალკე დადგებიან თუ ერთად, დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ გვექნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არჩევნებზე დაბალი შედეგის მოლოდინი აქვს და ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ.
„ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთს აღიქვამენ კონკურენტებად, რადგან დაბალი პროცენტების მოლოდინი აქვთ. ძირითადად, არიან სამპროცენტიანი და უფრო დაბალპროცენტიანი პარტიები. ერთმანეთთან კონფლიქტით არიან დაკავებულები და ვერ იყოფენ საარჩევნო ოლქებს. ეს არის მათი რეალური სახე. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მათ ღირებულებებში არაფერი იცვლება და მათი საქციელი ყველა ჯერზე იდენტურია.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებზე ცალ-ცალკე დადგებიან თუ ერთად, დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ გვექნებაროგორც მაჟორიტარულ, ასევე, პროპორციულ არჩევნებზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.