თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო,  10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), თელავის, კობარეთის, წინანდლის, ავლიპ ზურაბაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევისა და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 07:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, გრიგოლ ფერაძის, ვიქტორ ნოზაძის, კვანტალიანისა და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) და მარგიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულისა და ნაკადულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლისა და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, ნადიკვარის, წინანაურისა და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ირაკლი უჩანეიშვილის, ნინო ჟვანიასა (ნაწილობრივ) და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის გამზირის, ლიბანის, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ფოცხიშვილის, ბაღნარის, მანაგაძის, შუშის, სკოლის, ბიჭვინთის, რევოლუციის, ზაჰესის, სხვიტორის, ხანძთელის, ბარისახოს, უწერის, ტრაპაიძის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილისა და ჭრებალოს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები