ტრამპი პირობას დებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინა უკვე წლის ბოლოს იქნება მზად.

ამის შესახებ აშშ-ის პირველმა პირმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამოსვლის დროს განაცხადა.

“წარმოუდგენელი სიჩქარე” ოპერაციის ფარგლებში, წლების დაზოგვა შევძელით, რომელსაც ვაქცინის შემუშავებას სჭირდება. ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მოვისმინე, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვართ იმისთვის,  წლის ბოლომდე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიმუშაოთ”, – განაცხადა ტრამპმა.

მანვე განმარტა, რომ აშშ პოტენციური ვაქცინის ძალიან დიდ რაოდენობას აწარმოებს, რომ შესაბამისი კვლევის შემდეგ ამერიკელებისთვის ძალიან სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ პრეპარატი მსოფლიოში ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

“წარმოუდგენელი სიჩქარე” ოპერაციის მიზანი 2021 წლის იანვრისთვის 300 მლნ ვაქცინის შექმნა და გავრცელებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები