„საპარტნიორო ფონდი“ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარება
„მშვიდობის ფონდის“ მიზანია, გამყოფი ხაზის მიღმამცხოვრებმოსახლეობას ბიზნეს პროექტების განხორცილებაში დაეხმაროს, რაშიც „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს”, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ პროგრამის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მშვიდობიანი გზითგამთლიანდეს. ამისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ე.წ. საზღვრების იქეთ ჩვენიძმების, აფხაზებისა და ოსების ეკონომიკური დახმარება. სწორედ ამიტომ შეიქმნა „მშვიდობის ფონდი“ და „საპარტნიორო ფონდს“ აქვს პატივი, იყოს მისი თანადამფუძნებელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად. „მშვიდობის ფონდის“ მიზანია, რომ გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმაროს ბიზნესპროექტების განხორცილებაში სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით – ინდუსტრიულ და სოფლის მეურნეობის სექტორებში. ვინაიდან „საპარტნიორო ფონდს“ საინვესტიციო პროექტების განხროციელების დიდი გამოცდილება აქვს, ფონდი აქტიურად ჩაერთვება შემოსული პროექტების შეფასებასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
დავით საგანელიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი „სტარტაპ საქართველოს“ ერთობლივ პროექტზე, რომელიც USAID Zrda-სთან ერთად ხორციელდება სახელწოდებით „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“.
„ამ პროექტის ფარგლებში, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ფინანსდება„საპარტნიორო ფონდის“ სტარტაპ-საქართველოს მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტები,რომლებზეც დაფინანსებულ თანხას დამწყებ მეწარმეებს USAID Zrda გრანტის სახით უორმაგებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ანალოგიურიპროექტები უნდა განხორციელდეს როგორც აფხაზეთის, ასევე სამაჩაბლოს ტერიტორიაზეც“, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.
„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, გამყოფი ხაზების გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – ლია გიგაური, საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი – პიტერ ვიბლერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი – გიორგი პერტაია და ფონდის სტრუქტურისა და საოპერაციო გეგმის შესახებ პრეზენტაცია გამართა „მშვიდობის ფონდის უკეთესი მომავლისთვის“ დირექტორმა – ბესიკ ბუგიანიშვილმა.