ამირან გამყრელიძე: ბაზრობებზე ინტენსიური “პისიარ“ ტესტირება იგეგმება
“მოგეხსენებათ, ბაზრობაზე ყველაზე მაღალია მობილობა, ყველაზე მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ იქ მეტი ყურადღებაა საჭირო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაზრობებზე ინტენსიური “პისიარ” ტესტირება იგეგმება.
„მოგეხსენებათ, ბაზრობაზე ყველაზე მაღალია მობილობა, ყველაზე მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა. ამიტომ, საჭიროა მეტი ყურადღება ბაზრობებზე. გამკაცრებულია ყველა ბაზრობაზე თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, სანიტარული წესები. როგორც გითხარით, ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში მიმდინარეობს ინტენსიური „პისიარ“ კვლევები და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე. ხაზს ვუსვამ, ბაზრობები ინფექციის გავრცელების ერთერთი ყველაზე მომატებული რისკის ზონებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.