მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ამჟამად მათ კლინიკაში 54 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მოათავსეს, რომელთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო მეორე ე. წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება.

მუმლაძის თქმით, რამდენიმე მძიმე პაციენტია, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანმდევი ქრონიკული დაავადებების გამო დამძიმდა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები