15 წლის მოზარდის ძმა – “ჩემი და დილით მოიყვანა პოლიციამ, მხიარულადაა, ვერ გიპასუხებთ, სად იყო”

თბილისში დაკარგული 15 წლის მოზარდის, ნინო ჯარიაშვილის ძმის განცხადებით, მისი და სამართალდამცავებმა საცხოვრებელ სახლში დღეს დილით მიიყვანეს.

როგორც ვახო ჯარიაშვილი ამბობს, მისი და თავს კარგად გრძნობს.

„დილით მოიყვანეს სახლში. ჯერ შოკში ვარ, ვერაფერს გიპასუხებთ. მშვენიერი მდგომარეობა აქვს, თავს ბედნიერად გრძნობს. კარგად არის, მხიარულადაა. ვერ გიპასუხებთ, სად იყო“, – განაცხადა ვახო ჯარიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მოზარდის ძმა კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჯარიაშვილს ოჯახთან ცხოვრება არ უნდა. ჯარიაშვილი არც იმას ამბობს, გამოკითხეს თუ არა სამართალდამცავებმა 15 წლის მოზარდი.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები