განათლების მინისტრის მოადგილე გურიის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე გურიის რეგიონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სადაც რეგიონის სკოლის დირექტორებსა და „ახალი სკოლის მოდელის“ ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, მათ შორის, პანდემიის პირობებში სკოლების მართვის საკითხებზე, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესზე, პედაგოგთა გამოცდებსა და სპეცმასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.
შეხვედრის ბოლოს, მან დირექტორების შეკითხვებს უპასუხა.