საგარეჯოს მერმა სტიქიით დაზარალებული სოფლები – კაზლარი და თულარი მოინახულა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა სოფლებში – კაზლარსა და თულარში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთები მოინახულა და ადგილობრივებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ, რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ სოფლებში გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა, რამაც მოსახლეობის გადაადგილება შეაფერხა. ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება, ატალახებული ნიადაგის გამო, ტექნიკურად შეუძლებელია. ამინდის გამოსწორებისა და გრუნტის ზედაპირის გამოშრობისთანავე პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები