კორონავირუსის გამო, ორი კაფე დახურეს, სადაც თეთრი სახლის თანამშრომლები დადიოდნენ

ვაშინგტონში, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, ორი კაფე დახურეს, რომლებსაც რეგულარულად თეთრი სახლის თანამშრომლები იყენებენ.

ამის შესახებ Hill-ი წერს.

კვების ობიექტები, რომლებზეც მიდის საუბარი, Eisenhower Executive Office Building და New Executive Office Building-ის შენობებში იყვნენ განლაგებულნი, შენობები კი თეთრ სახლთან ახლოს მდებარეობენ.

მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკინანიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტირებას დღეში რამდენჯერმე გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები