ანა გაბეჩავა ადვოკატთან ერთად შსს-ში მივიდა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთერთი მოწმე, ანა გაბეჩავა ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა.

გაბეჩავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გაბეჩავას ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ანა გაბეჩავა უწყებაში ვიდეომასალების გასაცნობად დაიბარეს.

„მოვედით გარკვეული ვიდეოების დასათვალიერებლად. როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოკითხვა არ იგეგმება. თუ არ ვცდები, არის აგარაკის კადრები, ავალთ და გეტყვით“, – აღნიშნა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები