სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 36 ათასს გადააჭარბა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში “კოვიდ”-19-ის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 36162 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 10 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 688 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, კლინიკებიდან 25 244 პირია გაწერილი, 10 013 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები