მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი, კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს.
“დაგვემატა 12 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 4-ით.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, 196 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს – 5 პაციენტი აქედან არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 იმპორტირებულია. სამი ინფიცირებულის წყაროს მოძიება გრძელდება.
ჩვენი ცენტრის მონაცემი ასეთია – გუშინ გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა, არავინ გამოჯანმრთელებულა. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა და გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, ერთი კი გაჩიანის წყაროდანაა. ორივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. 2 მძიმე პაციენტია თუმცა, მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია, მესამე დღეა, დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, ალბათ, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.