კომპანია “ზეგ”-ის დირექტორი: ვიცოდი, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მეორე სამსახურიც ჰქონდა, ძალიან შეწუხებულები ვართ, ვერ ვხვდებით, რა მოხდა

კომპანია „ზეგ”-ის დირექტორის, თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში პრობლემა არ ჰქონდა.

კობერიძის თქმით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ბაჩალიაშვილს მეორე სამსახურიც ჰქონდა.

“დედამისს ყოველდღე ველაპარაკებოდი, გუშინ საღამოსაც ვესაუბრე. ძალიან შეწუხებულები ვართ და მართლა ვერ ვხვდებით, რა მოხდა. როგორც თქვენ არ იცით, ისე მე არ ვიცი. ვიცოდი, რომ სამსახურიდან შეიძლება, წასულიყო, რადგან ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ორ სამსახურში მუშაობს, თან სწავლობს. მეორე სამსახური რომ ჰქონდა, ვიცი, სად იყო – ეს არ ვიცი, რადგან ჩვენ ამ საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავით.

ჩვენ დავუყენეთ საკითხი – აპირებთ იქ დარჩენას თუ ჩვენთან დარჩენას, ამაზეც გვქონდა გავლილი, გადაწყვიტა, რომ წასულიყო, მაგრამ, საბოლოოდ, არ წასულა ამ სამსახურიდან. ჩვენი კომპიუტერი იყო, ჩვენ მივეცით, მაგრამ ინდივიდურად ვინ როგორ იყენებს კომპიუტერს, ვერ გავაკონტროლებთ ვერავის. ერთადერთი, ბებია როცა გარდაიცვალა, მას შემდეგ იყო მოწყენილი, რასაც ძალიან ბუნებრივად მივიჩნევდით, რადგან ვიცოდით, რომ ბებიასთან იყო ძალიან ახლოს”, – განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები