ამირან გამყრელიძე: ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება, იქნება შესაბამისი ჯარიმებიც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაზრობებზე მეთვალყურეობა მკაცრდება.

მისივე თქმით, დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული.

„სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე. ყველგან დაცული უნდა იყოს შესაბამისი პირობები. შესვლისას თერმოსკრინინგი, ყველა უნდა იყოს პირბადით. მაღაზიაში თუ დახლთან, პირბადით უნდა მუშაობდეს ყველა. უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება და ხშირად უნდა დაიმუშავონ ხელები სანიტაიზერით. აუცილებელია ეს და ამაზე იქნება სერიოზული მეთვალყურეობა შესაბამისი ჯარიმებითა და შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებებით, რადგან ამ შედარებით მკაცრი ღონისძიებების გარეშე არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები