ტრამპი: კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გაუარესდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება, სავარაუდოდ, გაუარესდება.
ამის შესახებ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.
ასევე, თეთრი სახლის ლიდერმა მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.
“ყველას ვთხოვთ, ვისაც არ შეუძლია სოციალური დისტანცირება, პირბადე ატაროს. მოგწონთ ნიღბები თუ არა, ისინი გავლენას ახდენენ, მათ ეფექტი აქვთ. სიამოვნებით ვიყენებ მეც. ყველაფერი, რაც პოტენციურად დაგვეხმარება, უკვე კარგია”, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, სავარაუდოდ, სანამ ვითარება გაუმჯობესებას დაიწყებს, ის გაუარესდება.
“არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ასეთია ვითარება. შეხედეთ მსოფლიოს, ეს ყველგან არის. ასეთი ტენდენციაა”.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში “კოვიდ19”-ის გართულებებისგან გამოწვეული სიკვდილიანობა იკლებს.
22 ივლისის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსის 3 902 058 შემთხვევაა, 142 066 პირი გარდაიცვალა, 1 182 018 განიკურნა.