გიორგი მირცხულავამ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი მირცხულავამ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩისა და პორტუგალიის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, აღინიშნა პარლამეტთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა.

ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პორტუგალიის მხარდაჭერისათვის როგორც ორმხრივ, ასევე – მრავალმხრივ ფორმატებში.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მიესალმა ახალი ელჩის დანიშვნას და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პორტუგალიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში – ტერეზა რიბეირო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები