ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 2020 წლის არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მოსახლეობას მოლოდინს არ გაუცრუებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ. ამიტომ, „ქართული ოცნება”, თავის გუნდით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალი კადრებით არ გაუცრუებს მოსახლეობას იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, პარტიამ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები