ბიძინა ივანიშვილი: ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის ამ წლების განმავლობაში, კრიზისის დროს, უბრალოდ, უკეთ გამოჩნდა

„ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ, კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა, ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო “ქართული ოცნება” და ასეთად დარჩება ყოველთვის”, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის
გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხალხმა დაინახა, კრიზისის დროს მთელი სახელისუფლებო გუნდი როგორი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით ემსახურა მათ და ქვეყანას.

„ხალხმა დაინახა, კრიზისის დროს მთელი სახელისუფლებო გუნდი, თითოეული საკუთარ ადგილზე, როგორ ზრუნავდა ხალხზე, როგორ გაუძღვა საქმეს, როგორი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით ემსახურა ხალხსა და ქვეყანას. ექსტრემალურ ვითარებაში, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როდესაც ყველაფერი სხვა გაუფერულდა ამ განსაცდელის წინაშე, ხალხმა ხელშესახებად იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი და მის გარშემო გაერთიანდა. ის, რაც სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენი
ხელისუფლებისთვის, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ, კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა, – ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო “ქართული ოცნება” და ასეთად დარჩება ყოველთვის“, – განაცხადა ბიძინა
ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები