ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ეს ხალხი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება – მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყოლია ისეთი ხელისუფლება, რომელმაც ვერ მოახერხა, ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა.

ამის შესახებ ივანიშვილმა კოჯორში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება – მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის.

“ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს. სულ ახლახან, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება – მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მე მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები