ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

“დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, გამარჯვების რწმენას ხალხი აძლევს.

“დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის რწმენას ჩვენი ხალხი მაძლევს, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ “ქართული ოცნების” თითოეული ნაბიჯი ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები