მიუნხენი-თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის თქმით, სააგენტომ მოლაპარაკებები და ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან” დაასრულა. როგორც მან აღნიშნა, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება.
“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრის დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა მოლაპარაკებები, ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან”. შევჯერდით, რომ ფრენები დაიწყება 2 აგვისტოდან, კვირაში ორი სიხშირით. მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, ხოლო თბილისიდან მიუნხენში გამგზავრება შესაძლებელი იქნება ყოველ პარასკევსა და ორშაბათს”, – განაცხადა ლევან კარანაძემ.