კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის საგამოცდო ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოეწყო, სადაც მკურნალობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის საგამოცდო ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოეწყო, სადაც ის მკურნალობს.

რაც შეეხება იმ ცხრა აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს მასთან ერთად აბარებდა გამოცდას და ამჟამად კარანტინშია, ისინი საკარანტინე ზონებიდან საგამოცდო ცენტრში დაიშვებიან.

ამასთან, დღეს უცხოურ ენებში გამოცდა დაიწყო. გამოცდა ორ სესიად ტარდება. სოფო გორგოძის თქმით, დაგვიანება არ დაფიქსირებულა. რამდენიმე აბიტურიენტს სიცხე დაუფიქსირდა და ისინი გამოცდას სპეციალურად მოწყობილ სივრცეში აბარებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები