ირაკლი ლატარია: ჩვენი ფულით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ თავისივე ხალხში ჩატარებულ კვლევაში პირდაპირ ,,ხელით მიწერილი” რიცხვებითაც კი ვერ შეძლო ხელისუფლების აშკარა უპირატესობის არაღიარება

“ჩვენი ფულით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ თავისივე ხალხში ჩატარებულ კვლევაში პირდაპირ ,,ხელით მიწერილი” რიცხვებითაც კი ვერ შეძლო ხელისუფლების აშკარა უპირატესობის არაღიარება”, – ამის შესახებ ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეალობა რადიკალურად განსხვავდება კეზერაშვილის რიცხვებისგან და ეს განსხვავება ოქტომბერში ცესკო-ს საბოლოო ოქმებში აისახება.

,,ჩვენი ფულით გამდიდრებული კეზერაშვილის დაფინანსებული კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი მთავარი ნიუანსი, რომელსაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება. თავისივე ხალხში თავისივე ხალხით ჩატარებული კვლევის შედეგედაც კი იმდენად ცხადი იყო მათი მარცხი, რომ პირდაპირ ,,ხელით მიწერილი” რიცხვებითაც კი ვერ შეძლეს, ხელისუფლების აშკარა უპირატესობის არაღიარება. რა თქმა უნდა, რეალობა რადიკალურად განსხვავდება კეზერაშვილის ციფრებისგან და ეს განსხვავება ოქტომბერში აისახება ცესკო-ს საბოლოო ოქმებში და ამით დავისვენებთ, ერთხელ და სამუდამოდ, მათი მოდელირებული ქმედებებისაგან”, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები