ბრიტანეთში რუს ჰაკერებს COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებენ

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ რუს ჰაკერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობა ჰქონდათ. ბრიტანული მხარის მონაცემით, აღნიშნულის მიღმა ჰაკერთა ჯგუფი – სახელწოდებით – APT29 დგას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციების იერიშით არის დაკავებული. მათივე ცნობით, აღნიშნული დაჯგუფება რუსეთის სპეცსამსახურების სახელით მოქმედებს.

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრში თავდასხმები დაგმეს, “რადგან ისინი მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს”.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა პირობა დადო, რომ ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, პასუხისგებაში მისცემს იმათ, ვინც კიბერთავდასხმებს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები